უახლესი Corolla Cross

11 ივლ, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

9  ივლისს ტაილანდში Toyota Corolla Cross-ის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

Corolla-ს სერიის ისტორია იაპონიაში1966 წელს იწყება და მას შემდეგ ბრენდის ყველაზე მოთხოვნადი ავტომობილია და დაახლოებით 50 მილიონს აღწევს მისი გაყიდვებს რაოდენობა.

Corolla-ს ხაზი ყოველთვის იყო მომხმარებელზე და განვითარებაზე ორიენტირებული, SUV-ებისადმი მსოფლიოში გაზრდილი ინტერესის გამო  Corolla-მ თავისი ხაზის გაფართოება გადაწყვიტა და პირველად  ისტორიაში SUV-ის სახით მოგვევლინება.

Corolla Cross შექმნილია TNGA-ს პლატფორმა GA-C  ბაზაზე, რომლის მეშვეობით ავტომობილს აქვს დახვეწილი პერფომანსი, მართვის შესაძელებლობები და კომფორტი, რომელსაც ავტომობილში ჩაჯდომა/გადმოსვლის დროსაც კი იგძნობთ.  ახალი პლატფორმის მეშვეობით Corolla Cross-ს აქვს  მოცულობითი საბარგო განყოფილებაც.

"ახლა, როდესაც Cross  Corolla-ს სერიის წევრია დიდი იმედი და სურვილი გვაქვს რომ  ის უამრავი ოჯახის განუყრელი ნაწილი გახდება. ჩვენი მიზანია Corolla Cross-მა გაუწიოს ყველა მფლობელს იდეალური მეგზურობა ყველა თავგადასავალში"  Daizo Kameyama - განვითარების განხრით მთავარი ინჟინერი.

Toyota Corolla Cross ტაილანდში წარმოდგენილი იქნება, როგორც ჰიბრიდული, ასევე მხოლოდ ბენზინის ძრავით.
ჰიბრიდული ვერსია საშუალოდ 4.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს 100კმ-ზე, ხოლო მხოლოდ ბენზინის ძრავი 6.5 ლიტრს.


მეტი ტოიოტას შესახებ