Toyota C-HR

03 თებ, 2023

წაიკითხეთ მეტი აქ:

მონაცემთა ანალიზისა და მომხმარებელთა კმყოფილების ანალიტიკურმა ცნობილმა კომპანიამ J.D Power-მა Toyota C-HR საუკეთესო პერფომანსის მქონე მცირე ზომის SUV-ად დაასახელა. გადაწყვეტილების მიღებაში, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი წვლილი მომხმარებლებს მიუძღვით. C-HR-ს მფლობელებმა განსაკუთრებით პოზიტიურად შეაფასეს ავტომობილის ორი ძირითადი კომპონენტი : ხარისხი და მართვის შესაძლებლობები.

Toyota C-HR-ზე მუშაობა კომპანიამ  2013 წელს დაიწყო. პირველად მისი ხილვა კი 2016 წელს ჟენვის ავტო შოუზე გახდა შესაძლებელი და მალევე, ნოემბერში მისი სერიული წარმოებაც დაიწყო.
ამჟამად C-HR-ის წარმოდგენილია 1.2ლ მოცულობის შიდა წვის ბენზინის ძრავით, 1.8ლ მოცულობის ჰიბრიდული ძრავითა და 2.0ლ მოცულობის ასევე ჰიბრიდული ძრავით.

მეტი ტოიოტას შესახებ