Highlander- iihs-ს top safety pick

27 ოქტ, 2020

წაიკითხეთ მეტი აქ:

2020 წლის ტოიოტა Highlander-მა TOP SAFETY PICK-ის ჯილდო დაიმსახურა საავტომობილო გზების უსაფრთხოების ინსტიტუტისგან IIHS-HLDI-ისგან .


დღევანდელ დღეს, არ არის მარტივი  დაიმსახურო ეს შეფასება, რადგან ტესტირების დროს ავტომობილები მკაცრ კონტროლს  გადის. 

თითოეულმა ავტომობილმა  6 სახის შეჯახების ტესტი უნდა გაიაროს და საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსიროს.


მეოთხე თაობის TOYOTA HIGHLANDER-მა ყველა საჭირო ტესტი საუკეთესო შედეგით დაასრულა და საშუალო ზომის SUV-ებში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. 

გარდა იმისა, რომ ავტომანქანამ  საუკეთესო შედეგები აჩვენა შეჯახების ტესტებში, მას ასევე აქვს გამორჩეული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც ეხმარება მძღოლს სხვადასხვა სიტუაციებში ავარიის არიდებაში, რამაც ასევე საუკეთესო შეფასება დაიმსახურა, რადგან სისტემამ 12 და 25Mhp სიჩქარით მოძრაობისას სხვადასხვა სიტუაციაში ავარიების არიდება მოახერხა. 

მეტი ტოიოტას შესახებ