GR86

20 ივნ, 2021

წაიკითხეთ მეტი აქ:

ტოიოტამ ახალი GR86 წარადინა, რომელიც 2022 წელს ჩაეშვება გაყიდვებში.

ავტომობილის წინა ვერსია ნამდვილი Best Seller იყო, მისი  სპორტული  ვიზუალი და შესაძლებლობები ავტომოყვარულებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იყო. Toyota-მ იზრუნა შეენარჩუნებინა ავტომობილის სიმსუბქე, მოქნილობა და ყველა ის თვისება, რაც GT86-ში მომხმარებლებს მოსწონდათ.


2022 წლის GR აღჭურვილი იქნება ოპოზიტური 4 ცილინდრიანი ძრავით, 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით და  მისი აჩარება 0-100კმ/სთ-მდე 6.2 წამით განისაზღვრება. 2.4ლიტრ მოცულობის ძრავი ჯამში 228ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს.

სავარაუდო წვა ქალაქში 9.8ლ 100კმ-ზე.

მულტიმედია:

GR 86 აღჭურვილი იქნება  8 დიუმიანი მულტიმედიური სენსორული მონიტორითა და ასევე 7 დიუმიანი ციფრული მაჩვნებლების დაფით. 

აღსანიშნავია, რომ ციფრული მაჩვნებლების დაფას აქვს "Track" რეჟიმი, რომელიც ყველა საჭირო ინფორმაციას ავტომატურად გამოიდანს მონიტორზე.

რა თქმა უნდა, ავტომობილი აღჭურვილი იქნება თანამედროვე Android Auto-სა და Apple Car Play-ს ფუნქციით და  6 ან 8 დინამიკიანი მაღალი ხარისხის აუდიო სისტემით.


მეტი ტოიოტას შესახებ