ტოიოტა ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსის წარმოებაში ჩაერთო

13 ივლ, 2021

წაიკითხეთ მეტი აქ:


​ტოიოტა კომპანია CaetanoBus-თან თანამშრომლობის მემორანდუმს აფორმებს, რომლებიც ორი სახის ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის შექმნაზე იმუშავებენ. 
  - e.City Gold - სრულად ელექტრო ავტობუსი
  - City Gold - წყალბადის ენერგიაზე მომუშავე ავტობუსი.

მას შემდეგ რაც CaetanoBus-მა  2019 წელს ტოიოტასგან ტექნოლოგიური მხარდაჭერა მიიღო ისეთ მნიშვნელოვან დეტალებზე როგორიცაა ელ.ძრავი, წყალბადის სისტემა და სხვა პროდუქტები კომპანიის წარმოებული ელექტრო ტრანსპორტი ბიზნეს სექტორში დიდი პოპულარობა მოიპოვა.

​"ჩვენ ვაგრძელებთ ტოიოტასთან ხანგრძლივ თანამშრომლობას ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წარმოებასა და განვითარებაზე. ეს გვაძლევს შესაძლებლობას ორივე კომპანიამ გამოვავლინოთ საკუთარი შესაძლებლობები და ერთის მხრივ მივიღოთ ტექნოლოგიურად სრულყოფილი პროდუქტი, ხოლო მეორე მხრივ მივაღწიოთ მიზანს და შევამციროთ მავნე აირების გაფანტვა ჩვენს პლანეტაზე"  - Caetanobus-ის პრეზიდენტი ხოსე რამოსი.


მეტი ტოიოტას შესახებ