ტოიოტა Supra CF edition

31 ივლ, 2021

წაიკითხეთ მეტი აქ:

ტოიოტა Supra-ს ექსკლუზიურ მოდელს გამოუშვებს სახელწოდებით CF (Carbon Fiber). იოლი მისახვედრია, რომ სიახლე კარბონთან არის დაკავშირებული. იაპონური ავტომწარმოებელი Supra-ს ძარის დეტალებს კარბონის უმსუბუქესი მასალით ჩაანაცვლებს, რაც ავტომობილის წონაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს და გააუმჯობესებს მის პერფომანსს

​აღსანიშნავია, რომ CF მოდიფიკაციის სუპრა მხოლოდ 600 ერთეული გამოვა. 
​ავტომობილის ტექნიკური მონაცემები კი ასე გამოიყურება.
3.0 მოცულობის 382ცხ.ძ-ს მქონე ტურბინირებული ძრავით ავტომობილს 0-100კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 3.9 წამი დასჭირდება. შედეგის მისაღწევად კი კარბონის დეტალები უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

მეტი ტოიოტას შესახებ