50 მილიონი გაყიდული Corolla

31 აგვ, 2021

წაიკითხეთ მეტი აქ:

დიახ, ეს რეალობაა. საავტომობილო ინდუსტრიაში ტოიოტამ ახალი სიტყვა თქვა. Toyota Corolla არის მსოფლიოში პირველი ავტომობილი, რომლის გაყიდვებმაც 50 მილიონს გადააჭრაბა, ეს ყველაფერი კი 2021 წლის ივლისში მოხდა.
დღეისათვის Corolla-ს მე-12 თაობის მოდელების შეძენაა შესაძლებელი, თუმცა ამ ეტაპამდე მოსასვლელად 55 წელი გახდა საჭირო.

Corolla-ს პირველი მოდელი გასაყიდად 1966 წელს გამოჩნდა და მისი ღირებულება 1600$ იყო ( ეს ის დროა, როდესაც სახლების ღირებულება საშუალოდ 7700$ იყო).
ეს მიღწევა ხაზს უსვამს Corolla-ს სანდოობას და ამ ავტომობილის შეუდარებლობას, რომელსაც ფასის გათვალისწინებით  იღებს მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი.
თვალი ადევდნეთ თითოეული Corolla-ს მფლობელის ისტორიას ინსტაგრამზე ჰეშთეგით : #MyCorollaStory

მეტი ტოიოტას შესახებ