„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“ ხატვის საერთაშორისო საბავშვო კონკურსის
- „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ (Toyota Dream Car Art) - ეროვნულ დონეზე გამარჯვებულები
დაასახელა. ცხრა
გამარჯვებული ბავშვის ნამუშევარი, რომელიც საქართველოში ჩატარებული კონკურსის
შედეგად, სპეციალურმა ჟიურიმ სამ ასაკობრივ კატეგორიაში საუკეთესოდ აღიარა, იაპონიაში გაიგზავნება.
ცხრავე ქართველი ფინალისტი „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მე-15 გლობალურ კონკურსში საპრიზო ადგილის მოსაპოვებლად იბრძოლებს. ამის
შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.
„ტოიოტა ცენტრ თბილისმა“, კომპეტენტური ჟიურის დახმარებით, სამ ასაკობრივ კატეგორიაში კონკურსის 9 გამარჯვებული გამოავლინა. I კატეგორიაში (7 წლის ჩათვლით): I ადგილი -
ანდრია ქსოვრელი, II ადგილი - საბა სარაული, III ადგილი - ნინო ჩაკვეტაძე; II
კატეგორიაში (8-11 წლის): I ადგილი - საბა ოზგელდაშვილი, II ადგილი - ანანო
კემულარია, III ადგილი - ნიკოლოზ ქსოვრელი; III კატეგორიაში (12-15 წლის): I
ადგილი - ქრისტინე გოჩიაშვილი, II ადგილი - გიორგი ქსოვრელი, III ადგილი - ნია ჯალაღონია.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერის, თინათინ
მაკარიძის ინფორმაციით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად, ტოიოტას გლობალური საერთაშორისო კონკურსის სლოგანის
- „დახატე შენი ოცნება, მართე მომავალი“ - გაზიარების სურვილი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათეულათასობით
ბავშვთან ერთად, ქართველმა
ბავშვებმა წელსაც გამოთქვეს და ამით უნიკალური შესაძლებლობა მოიპოვეს, თავიანთი
ოცნება მსოფლიოს გაუზიარონ.
„ხატვის გლობალური საბავშვო კონკურსით
„ტოიოტა“ ცდილობს, მსოფლიო საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ
ბავშვთა ოცნებებზე გაამახვილოს და ამით სამყარო გაცილებით გულისხმიერი,
ეკომეგობრული და მზრუნველი გახადოს. ჩვენი წლევანდელი კონკურსანტების და
განსაკუთრებით გამარჯვებული ბავშვების ნახატები გარემოსდაცვითი კონცეფციებით
დატვირთული, გასაოცრად მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა და რაც მთავარია,
ბავშვების საოცნებო ავტომობილები ადამიანებს სიხარულითა და ბედნიერებით მუხტავენ.
„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ცხრავე გამარჯვებულ ნამუშევარს იაპონიაში გაგზავნის,
სადაც კონკურსის ფინალური ტური გაიმართება. ვიმედოვნებთ, ფინალურ ტურში
გამარჯვებას ჩვენი ბავშვებიც მოიპოვებენ“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.
დაჯილდოების ცერემონიაზე, რომელიც
კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის
მენეჯერმა გამარჯვებულებს კონკურსში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსის“სასაჩუქრე ბარათები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები ინდივიდუალურად გადასცა.
„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ინფორმაციით, 16 წლამდე ასაკის ბავშვთა საკონკურსო
ნახატების მიღება „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ 2021 წლის დეკემბრიდან დაიწყო და 15
თებერვალს დასრულდა.
გამარჯვებულები: