ტოიოტა 10

19 მაი, 2022

წაიკითხეთ მეტი აქ:

ტოიოტას პირველი ოფციალური დილერი საქართველოში „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს საგარანტიო მომსახურებასთან დაკავშირებულ სიახლეს სთავაზობს. ახალი პაკეტი - „ტოიოტა 10“, სამი წლის ნაცვლად, საგარანტიო მომსახურების 10 წლამდე გახანგრძლივებას გულისხმობს.

სიახლე ვრცელდება ოფიციალურ დილერთან შეძენილ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც სრული გეგმური ტექნიკური მომსახურება ტოიოტას სერტიფიცირებულ სერვისცენტრში უტარდებათ. აღნიშნული პირობის დაცვის შემთხვევაში, ავტომობილზე გაცემული ქარხნული გარანტიის ამოწურვის შემდეგ, რომლის ვადაც 3 წელია 100 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე, ამოქმედდება პაკეტი „ტოიოტა 10“.  

ახალი გაფართოებული პაკეტი ძალაში შედის ყოველი სრული გეგმიური ტექნიკური მომსახურების შემდეგ და აქტიურია მომდევნო გეგმიურ მომსახურებამდე, მაქსიმუმ ავტომობილის თავდაპირველი გაყიდვის თარიღიდან 10 წლის განმავლობაში ან 160 000 კილომეტრამდე გარბენის შესრულებამდე.

მიგვაჩნია, რომ ეს სიახლე მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ქარხნული გარანტიის ამოწურვის მიუხედავად, დამატებითი საგარანტიო მომსახურებით ისარგებლოს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 032 2511; 032 2 522 022 ან გვეწვიეთ ცენტრში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;

მეტი ტოიოტას შესახებ