კონკურსის თემა
თქვენი „ოცნების ავტომობილი“
კონკურსანტები
აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 წლამდე და 15 წლის ასაკის საქართველოში მცხოვრებ ბავშვებს. ( იხ. სარეგისტრაციო ფორმა )
ასაკობრივი კატეგორია
I კატეგორია: 7 წლის ან 7 წლამდე ასაკის ბავშვები: სარეგისტრაციო ფორმა
II კატეგორია: 8–11 წლის ბავშვები: სარეგისტრაციო ფორმა
III კატეგორია: 12–15 წლის ბავშვები: სარეგისტრაციო ფორმა
კონკურსში მონაწილეობის პირობები
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განცხადება უნდა შემოიტანონ 2023 წლის 3 თებერვლამდე (დაგვიანებით შემოტანილი განცხადებები არ მიიღება).
მითითებები მონაწილეთათვის
გამოგზავნილი ნამუშევრები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
(1) ქაღალდის ზომა: 400მმx500მმ ან უფრო პატარა.
*რეკომენდებული ზომა შეესაბამება A3 ან ტაბლოიდურ ზომას. (A4, Qto და 8vo ზომა ასევე მისაღებია)
* ქაღალდის ფერის, მასალის და ფორმის არჩევანი თავისუფალია
* ნამუშევრის სისქე არ უნდა აღემატებოდეს 5მმ–ს.
(2) სახატავი მასალა (ნებისმიერი):
* შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერი სახატავი მასალა, როგორიცაა ფერადი ფანქრები, მარკერები, პასტელები, საღებავები და სხვა
* დასაშვებია ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია კომპიუტერის ან მსგავსი მოწყობილობის მეშვეობით
* კოლაჟები და აპლიკაციები ასევე მისაღებია ჩვეულებრივი ნახატებისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც აღნიშნულმა შესაძლოა დასვაროს სხვა ნამუშევრები ან საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას
ნამუშევრები რომლებიც არ მიიღება
* არ მიიღება კოლექტიური ნამუშევრები
* ნამუშევრები, რომლებიც შექმნილია პირის მიერ, რომელიც არ არის კონკურსის მონაწილე
* ნამუშევრები, რომელსაც თან ახლავს არასრულად ან არასწორად შევსებული აპლიკაციის ფორმა
* ნახატი, რომელიც ჰგავს წინა კონკურსში მონაწილე ნამუშევარს, ცნობილ ფერწერულ ტილოს და რომელიც მოიცავს სავაჭრო ნიშანის მქონე სიმბოლოს.
* ნახატები, რომლებიც შეიცავს სავაჭრო ნიშნებს, ლოგოებს ან/და კონკრეტულ პროდუქტს.
კონკურსში მონაწილეობის ფორმა
კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელი სარეგისტრაციო ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ლინკზე: სარეგისტრაციო ფორმა
გთხოვთ შეავსოთ ფორმაში მითითებული ყველა საჭირო პუნქტი და დაურთოთ თქვენს ნამუშევარს.
კონკურსში მონაწილეობისთვის საჭიროა მშობლის ან კანონიერი მეურვის თანხმობა.
ნამუშევრის ფიზიკურად ჩაბარების შემთხვევაში, გვეწვიეთ შემდეგ მისამართზე: დ. აღმანშენებლის ხეივანი #116, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“.
შერჩევა
შერვევა ჩატარდება ორ ეტაპად.
ადგილობრივი კონკურსი:
პირველ ეტაპზე,ადგილობრივი კონკურსის ფარგლებში, მოხდება წარმოდგენილი ნამუშევრების შეფასება და თითოეული ასაკობრივი ჯგუფისთვის შეირჩევა სამი საუკეთესო ნამუშევარი. გამარჯვებული ნამუშევრები გაიგზავნება იაპონიაში, „Dream Car Art”–ის მსოფლიოს კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.
საერთაშორისო კონკურსი:
კომპეტენტური ჟიური აარჩევს საუკეთესო ნამუშევარს თითო ქვეყნიდან. აგრეთვე გამოავლენს ოქროს, ბრინჯაოსა და ვერცხლის მედალოსნებს და ფინალისტებს. გამარჯვებული გამოვლინდება მსოფლიო კონკურსის ფინალისტებს შორის. მსოფლიო კონკურსში წარმოდგენილ ნამუშევრებს შორის ასევე იქნება შერჩეული სპეციალური ჯილდო. მსოფლიო კონკურსზე გამარჯვებულები არ შეიძლება დაჯილდოვდნენ იგივე კატეგორიაში ხელმეორედ.
პრიზები
ადგილობრივ კონკურსში, ყველა ასაკობრივ კატეგორიაში, სამი გამარჯვებული ნამუშევრის ავტორები დაჯილდოვდებიან პრიზებით. მსოფლიო კონკურსში გამარჯვებული პირები კი დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით.
გამარჯვებულთა ინფორმირება
კონკურსში გამარჯვებულს დაუკავშირდება კონკურსის ადმინისტრაცია
ადგილობრივი კონკურსის შედეგები მონაწილეთათვის
ცნობილი გახდება 2023 წლის 20 თებერვლამდე, ხოლო მსოფლიო კონკურსის შედეგები – 2023
წლის აგვისტოში რის შესახებაც დეტალური ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car
Art–ის ოფიციალურ ვებ– გვერდზე. (URL: https://www.toyota-dreamcarart.com)
შეგახსენებთ
1. ნამუშევრები, რომლებიც ადრე უკვე იყო წარდგენილი, ნამუშევრები, რომლებიც წარდგენილი იყო სხვა კონკურსებზე, ან ნამუშევრები, რომელთა წარდგენა დაარღვევს მესამე მხარის საავტორო უფლებებს, არ მიიღება
2. ერთი და იგივე პირს შეუძლია წარმოადგინოს რამდენიმე ნამუშევარი, თუმცა გაიცემა მხოლოდ ერთი პრიზი ერთ პიროვნებაზე
3. TMC ან TMC–თან დაკავშირებული კომპანიების თანამშრომლების ოჯახის წევრებს ასევე შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება
4. ნებისმიერი პირადი ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება კონკურსის ფარგლებში, არ იქნება გამოყენებული სხვა მიზნით
5. მსოფლიო კონკურსის გამარჯვებულმა, რომელმაც კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შემოიტანეს ნამუშევრების ციფრული ვერსიები, დაჯილდოვების ცერემონიისთვის უნდა მოახდინონ ორიგინალი ნამუშევრის (დედნის) გაგზავნა ტოიოტა მოტორ კორპორაციაში.
6. კონკურსის ფარგლებში დაჯილდოვებული ნამუშევრები ავტორს აღარ დაუბრუნდება
7. ყველა უფლება წარმოდგენილ ნამუშევრებზე, მათ შორის, გამოცემა, გამოყენება, ადაპტირება, რედაქტირება, სარევიზიო უფლებები და სხვა, ეკუთვნის Toyota Motor Corporation-ს
8. წარმოდგენილი ნამუშევრები შეიძლება გამოყენებულ იქნას სარეკლამო და ბეჭდვითი მასალებისთვის Toyota Motor Corporation-ის მიერ რეკლამის მიზნით.
9. არ არის დასაშვები საპრიზო მონაწილეობის უფლების გაყიდვა ან მესამე პირისთვის გადაცემა
10. გამარჯვებულებმა უნდა წარუდგინონ Toyota Motor Corporation-ს დეკლარაცია, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი არ წარადგენენ თავიანთ გამარჯვებულ ნამუშევარს ნებისმიერ სხვა კონკურსზე.
პერსონალური ინფორმაციის გამოყენება:
ინფორმაციის გამოყენების მიზნები:
1. აპლიკანტისთვის კონკურსის შედეგების შეტყობინება
2. აპლიკანტისთვის, საკონკურსო პრიზების გაგზავნა ფოსტის მეშვეობით
3.გამოკითხვის ჩატარება კონკურსის შინაარსისა თუ ფორმატის გაუმჯობესების მიზნით და მარკეტინგული აქტივობებისთვის ანონიმური სტატისტიკური ანალიზის შესაქმნელად
4.ტოიოტა მოტორ კორპორაციის მიერ ყველა აუცილებელი უსაფრთხოების წესების დაცვით, პირადი ინფორმაციის გამოყენება მოხდება კონკურსის სამართლიანად და უსაფრთხოდ ჩატარებას მიზნით
პირადი ინფორმაციის მესამე მხარისთვის გადაცემა: შესაბამისი ნებართვის გარეშე, აპლიკანტის პერსონალური ინფორმაცია არ იქნება გასაჯაროვებული მესამე მხარისთვის, გარდა იმ კონტრაქტორი პირებისა, რომლებიც ჩართულნი იქნებიან კონკურსის ორგანიზებაში.
*კონკურსის ჩატარების პროცესში, პერსონალური ინფორმაცია გადაეცემა კოტრაქტორ კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ინფორმაციის დაცვას ყველა საჭირო მექანიზმებით.