ტოიოტამ beyond zero-ს პროექტის ფარგლებში ახალი ელექტრო სედანი bz3 წარადგინა. აღნიშნული მოდელი BZ სერიის მეორე მოდელია, მანამდე ჩვენ უკვე ვიხილეთ BZ4X, რომელიც გაყიდვაში 2023 წელს ჩაეშვება.
როგორც ცნობილია, bz3 ჩინეთის მარკეტისთვის არის გათვლილი და თავდაპირველად მისი გაყიდვები სწორედ ჩინეთში მოხდება.
ავტომობილის ზუსტი ტექნიკური მონაცემები ამ დროისთვის უცნობია, თუმცა ნობილია, რომ ის ერთი დამუხტვით 600კმ-ზე მეტ მანძილს დაფარავს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული მოდელის შესაქმნელად იაპონურმა ბრენდმა e-TNGA-ს პლატფორმა გამოიყენა, რაც ელექტრომობილში მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სიმძიმის გადანაწილებას, მართვას და ინტერიერის სივრცეს.