KBB-ს ფავორიტი ბრენდი

16 ნოე, 2022

წაიკითხეთ მეტი აქ:

Kelly Blue Book-მა 2022 წლის 5-Year Cost to Own-ის ფარგლებში საუკეთესო ბრენდად ტოიოტა დაასახელა.
 
5-Year Cost to Own ერთგვარი ხარჯთაღრიცხვაა, რომელიც აერთიანებს ყველა იმ ხარჯს, რომელსაც ავტომობილის მფლობელს სჭირდება 5 წლის განმავლობაში ავტომობილის ფლობისა და მოვლისთვის. ანგარიშში აღწერილია თითოეული დეტალი, მათ შორის: ავტომობილის ღირებულება, საწვავის ხარჯი, რეგულარული სერვისი, ცვეთა, სადაზღვევო პრემია და ავტომობილის შეკეთება.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია მომხმარებლებს ავტომობილის შერჩევის პროცესში გაუმარტივდეთ გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა. 

KBB ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და სანდო ავტო პორტალია ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც ჯერ კიდევ 1926 წელს შეიქმნა.

დეტალურად Cost to Own-ის შესახებ: https://www.kbb.com/new-cars/total-cost-of-ownership/

მეტი ტოიოტას შესახებ