2023 წლის Highlander ჰიბრიდი ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია 7 ადგილიან SUV-ებში.
გთავაზობთ 5 ინფორმაციას, რაც ავტომობილის უკეთ გაცნობაში დაგეხმარებათ:
ეფექტურობა:
Highlander ჰიბრიდი 100 კმ-ზე საშუალოდ 6.5 ლიტრ საწვავს მოიხმარს ქალაქის პირობებში.
სივრცე:
ავტომობილში თითოეული მგზავრისთვის უზარმაზარი სივრცეა შექმნილი, სადაც ოჯახისთვის საჭირო ტევადი საბარგულიც ითვლება.
AWD სისტემა:
ელექტრონული მართვის სისტემა, ავტომატურად ანაწილებს ენერგიას საბურავებზე, ამარტივებს მართვას და აუმჯობესებს ენერგოეფექტურობას.
მართვა:
Highlander ჭკვიანი სისტემებისა და საუცხოო დაკიდების სისტემის დამსახურებით საუკეთესო მართვას გთავაზობთ.
დიზაინი და უსაფრთხოება:
საოჯახო SUV სრულად პასუხობს თანემდროვეობას საკუთარი სტილით და უსაფრთხოების სტანდარტებით, რომელიც დამტკიცებულია საგზაო ინსტიტუტების მიერ.